სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Deep Purple თბილისში ჩამოვა

Tbilisi Open Air-ზე თბილისს სხვა შემსრულებლებთან ერთად ჯგუფი Deep Purple ეწვევა, ამის შესახებ დღეს, 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

Tbilisi Open Air 5 ივნისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, Dinamo Arena-ზე გაიმართება. გარდა ცნობილი ინგლისური როკ–ჯგუფისა, მასში მონაწილეობას მიიღებენ: Infected Mushroom, Tricky, The Subways, Black Strobe, Modeselektor, Kid Jesus.

წინასწარი ინფორმაციით, კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 40–დან 200 ლარამდე იქნება, ხოლო შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება VIP ბილეთები, რომელთა ფასიც 250–დან 500 ლარამდე მერყეობს.

ჯგუფ Deep Purple–ის შემადგენლობა არსებობის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა, 2002 წლიდან დღემდე მის შემადგენლობაში არიან: იან გილანი - ვოკალი, ჰარმონიკა, პერკუსია; სტივ მორსი - გიტარა, როჯერ გლოვერი - ბას გიტარა, დონ ეირი - კლავიშები, იენ პეისი - დასარტყამი ინსტრუმენტები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100