სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას 24 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქში, კლინიკაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ახალშობილები, დედები და მედდები არიან. თავდასხმის შესახებ ახალი დეტალებიც ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ინციდენტში 3 თავდამსხმელი მონაწილეობდა. სპეცრაზმელები მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ და რამდენიმე ახალშობილის შენობიდან გამოყვანა მოახერხეს, შემდეგ კი თავდამსხმელები მოკლეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. „თალიბანმა“ თავდასხმასთან კავშირი ოფიციალურად უარყო.

ტერაქტი კლინიკაში 12 მაისს მოხდა. ამავე დღეს „ისლამურმა სახელმწიფომ“ პოლიციის ხელმძღვანელის დაკრძალვაზე ბომბი ააფეთქა, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმების შემდეგ ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები შეიარაღებული დაჯგუფებების მიმართ შეტევებს განაახლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100