SOLO- სა და Redco-ს განსაკუთრებული შეთავაზება მომხმარებელს
SOLO-მ და დეველოპერულმა
კომპანია Redco-მ მომხმარებელს ერთობლივი შეთავაზება მოუმზადეს - „ახალ გუდაურში“ სტუდიოს
ტიპის აპარტამენტის შეძენის შემთხვევაში, SOLO მომხმარებელი 29 000 ლარამდე ფასდაკლებით
ისარგებლებს. თუმცა ეს ყველაფერი არაა, მყიდველი ასევე მიიღებს რემონტს საჩუქრად. შეთავაზება უკვე ძალაშია და ის მიმდინარე წლის
15 მარტამდე გაგრძელდება.
„ახალი გუდაური“
საცხოვრებელ კომპლექსს და საერთაშორისო სასტუმრო "Four Seasons Gudauri“-ს მოიცავს.
პროექტი გონდოლადან სულ რაღაც 250 მეტრის რადიუსში მდებარეობს. ის იდეალური დასვენებისთვის
საჭირო ყველა სივრცეს აერთიანებს, მათ შორის: სპა და ფიტნეს ცენტრს, დახურულ აუზს,
რესტორნებს, კაფეებს, სუპერმარკეტს, თხილამურების შესანახ სივრცეს და ა.შ.
"Four
Seasons Gudauri"-ის 4 აპარტოტელში 550 აპარტამენტია განთავსებული, თითოეული
ბინის მინიმალური ფართი კი 29 კვ.მ.-ია.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3JjrpHd
დაინტერესების
ან სხვა ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს SOLO ბანკირს.
კომენტარი