გოჩა გოგილაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ მწარმოებლებმა „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლის შემდეგ ფასები დაწიონ
ფარმაცევტული კომპანია „პე ეს პეს“ გენერალური დირექტორი, გოჩა გოგილაშვილი ბაზარზე ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ეს კომპანია მათთვის ერთ–ერთი მომწოდებელია და სხვებისგან განსხვავებით, საკმაოდ ბევრი დასახელების მედიკამენტებით შემოდის ბაზარზე.
,,ჩვენთვის ,,ჰუმანითი ჯორჯია“ არის ერთ–ერთი მომწოდებელი. შეიძლება სხვა მომწოდებლებისგან განსხვავებით, შემოდის ძალიან დიდი პორთფოლიოთი, ექნება ძალიან ბევრი დასახელება. ჩვენ ვთანამშრომლობთ დაახლოებით 100–ზე მეტ მწარმოებელთან, ამიტომ რეალურად ჩენი ვალდებულება არის ტერიტორიულად ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოს მოსახლეობისთვის ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც მოთხოვნადია და რეგისტრირებულია ჯანდაცვის სამინისტროში. შესაბამისად, ჩვენ ვართ პარტნიორები“, – აღნიშნა გოგილაშვილმა.
„პე ეს პეს“ დირექტორი არ გამორიცხავს, რომ მწარმოებლებმა „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლის შემდეგ ფასები დაწიონ, რასაც დისტრიბუტორიების მხრიდან წამლების გაიაფება მოყვება. როგორც გოჩა გოგილაშვილმა განაცხადა, პე ეს პე ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ კონკურენტად არ განიხილავს, რადგან ,,პე ეს პე“ დისტრიბუტორია და მათი ფუნქცია მოსახლოებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. მისივე თქმით, მომხმარებელს ,,პე ეს პეს“ ქსელში „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ მოწოდებული მედიკამენტების შეძენა უკვე დღეიდან შეეძლება.
კომენტარი