სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერიდეთ ცალმკერდმოშიშვლებული ქალით გამოხატულ ვირუსს "ფეისბუქზე"

ვირუსი, რომლის გამოჩენის შესახებ "ფეისბუქის" ადმინისტრაცია ჯერ კიდევ 13 დეკემბერს იტყობინებოდა, სოციალურ ქსელს აქტიურად უტევს. ბოლო საათების განმავლობაში ამ სწრაფად გავრცელებადმა ვირუსმა ქართულენოვანი "ფეისბუქიც" მოიცვა.

თქვენს კედელზე ჩნდება მეგობრისგან "გამოგზავნილი" ვიდეოს სახის "კლიპი", რომელსაც "გამომგზავნის" წინასიტყვაობაც ერთვის. პირველ კადრად მასზე მარჯვენა მკერდმოშიშვლებული, საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობის ქალია გამოსახული (ამასთან, შესაძლოა სხვა, პორნოგრაფიული ან ეროტიკული ელემენტების შემცველი ფოტოკადრითაც იყოს გაფორმებული), მარცხენა ქვედა კუთხეში გამოსახული სამკუთხედის ფორმის PLAY ნიშანი კი გპირდებათ, რომ გზავნილში პირველი კადრის მსგავს კიდევ ბევრ კადრს ნახავთ. სინამდვილეში, გამომგზავნი მხოლოდ იმდენადაა დამნაშავე, რამდენადაც სხვისგან გამოგზავნილი ვირუსი ვერ ამოიცნო და დაკლიკა, რის შემდეგაც ვირუსი მისგან დამოუკიდებლად იგზავნება მეგობრების სიაში მყოფ მომხმარებლებთან.

ერთხელ რომც წაშალოთ, სპამი ხელახლა გამოიგზავნება. თუ თქვენი მეგობრებიდან რომელიმე დაკლიკავს მის მთავარ გვერდზე (სადაც თქვენი აქტივობაც ჩანს) გამოჩენილ "ვიდეოს", ვირუსი ხელახლა, "ჩაკეტილ წრეზე" იწყებს მოგზაურობას და საკმაოდ დიდ პრობლემასაც ქმნის.

როგორც ვირუსთან ბრძოლაში კარგად ჩახედული მომხმარებლები და სპეციალისტები ამბობენ, ასეთ შემთხვევაში ყველაზე საუკეთესო გამოსავალია, გააფრთხილოთ ის, ვისგანაც პირველად გამოიგზავნება ვირუსი, რომ სასწრაფოდ წაშალოს პოსტი, მერე კი დროებით გააუქმოთ მასთან მეგობრობა - სანამ ვირუსომანია ჩაივლის. თუმცა, ეს თავდაცვის ერთ-ერთი, არც ისე ეფექტური ფორმაა. "ფეისბუქის" ადმინისტრაციაში სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ზემოთხსენებულმა ვირუსმა, რაც შეიძლება ნაკლები მომხმარებელი დააზარალოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100