სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიამ გეგუჩაძე: გუშინ ჩემი ახლობელიც გარდაიცვალა - ლევან კალანდაძე და კახა კიკნაძე, სავარაუდოდ, ახალ მომწამვლელ ნივთიერებას ემსხვერპლნენ

5 მაისს "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. მათი ცნობით, ახალგაზრდები საკუთარ სახლში, ძილში გარდაიცვალნენ. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ახალი ნარკოტიკული ნივთიერებაა, რომლებიც განგებ არის დაბიძნურებული უცნობი ნივთიერებით. გარდაცვლილები არიან 38 წლის კახა კიკნაძე და 39 წლის ლევან კალანდაძე.
კახა კიკნაძის და ლევან კალანდაძის მეგობრები, ცნობილი ქართველები, მათი გარდაცვალების შესახებ "ფეისბუქზე" წერენ:
მომღერალი ბექა ჩხაიძე: "ჩემი კიკნა აღარ მყავს, ემო სიცოცხლე ძმაკაცო..."

თაკო დოლაბერიძე, ივენთ მენეჯერი: "მერამდენე ადამნიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს. ყველა ქუჩაზე იყიდება. მთელმა ქალაქმა იცის, რას აკეთებთ, პატრონი არ ჰყავს ამ ქვეყანას?!".

ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე: "არ შეიძლება, რომ თან მოგწონდეს ტურიზმის განვითარება კლუბის და გართობის ხარჯზე, და თან ესეთი ნარკოპოლიტიკა გქონდეს. გუშინ ჩემი ახლობელიც გარდაიცვალა. მანამდე კიდევ ბევრი ადამიანის შვილი, და და მეგობარი. როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფო მონიტორინგს არ უწევდეს იმას, თუ რა იყიდება ქალაქში?".

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ. დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით. ამასთან, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100