არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ მერიის მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ მერიის მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე, ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სექტორებზე.
„მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. გპირდებით, იმედებს აუცილებლად გაგიმართლებთ და ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის განვითარება და გაძლიერება, ახალი სამუშაო ადგილები და სოციალური კეთილდღეობა. რაც შესაძლებელია შევძლებთ და შეუძლებელსაც შევეჭიდებით“ - მიმართა არჩილ თალაკვაძემ სოფელ მერიის მოსახლეობას.
"რ"
კომენტარი