ლამაზი გოგონების საყურადღებოდ -საქართველოში „მის მსოფლიო ტოპ მოდელი 2014“-ის შესარჩევ კონკურსი დაიწყო
17-დან 25 წლამდე გოგონებს გთავაზობთ მონაწილეობის მიღებას მოდის ბრენდ „IRAKLEON”-ის მიერ ორგანიზებულ სილამაზის კონკურსის „მის მსოფლიო ტოპ მოდელი 2014“-ის შესარჩევ კონკურსში საქართველოში. რომელიც გაიმართება 18 ოქტომბერს One Side-ში.
კონკურსი არის საერთაშორი მასშტაბის და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 125000 დოლარს. ის ტარდება WBO (world beauty organization)
ორგანიზებით, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული 42 წელი და პირველად საქართველოში ამ კონკურსის ლიცენზია მოიპოვა ბრენდმა „ირაკლეონი“.
ბრენდი „ირაკლეონი“ საქართველოში მოღვაწეობს 2013 წლიდან და არის ორგანიზატორი მოდის ჩვენებების და სილამაზის კონკურსების.
ბრენდი ფლობს 25 საერთაშორისო სილამაზის კონკურსში მონაწილეობის ექსკლუზიურ ლიცენზიას.
„მის მსოფლიო ტოპ მოდელი 2014“-ის ფინალი საქართვლოში გაიმართება 2014 წლის 1 ნოემბერს „თბილისი ივენთ ჰოლში“.
კომენტარი