სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ დაიფიცეს გუშინ ხატზე ხაიშში და „გაიმეტებს“თუ არა ხელისუფლება ტაძრებს დატბორვისთვის?

იმედია ხუდონჰესთან დაკავშირებით ხელისუფლება ხალხის აზრს გაითვალისწინებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხაიშის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა დემეტრემ განუცხადა.
მისი თქმით, ხალხი აღელვებული და გულნატკენია და ხელისუფლებამ მათი მოსაზრება უნდა გაითვალისწინოს. "ხალხი აღელვებული და გულნატკენია. მათი პოზიციაა, რომ არ უნდა აშენდეს ხუდონი და ტაძარი არ უნდა დაიტბოროს. მთელი სვანეთი აქ არის. იმედია ხალხის აზრს გაითვალისწინებენ და უხეშად არ მოექცევიან", - განაცხადა მამა დემეტრემ. მისივე ინფორმაციით, ხაიშის წმინდა გიორგის ტაძარი მეთორმეტე საუკუნისაა.
ხაიშის წმინდა გიორგის ეკლესიაში გუშინ ადგილობრივებმა ხატზე დაიფიცეს, რომ ისინი წინააღმდეგობას გაუწევენ ხუდონჰესის აშენებას. ამ დროისთვის ხატზე 200-ზე მეტმა ადგილობრივმა დაიფიცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100