რა გახდა 60 წლის ბადრი უჯმაჯურიძის თვითმკვლელობის მიზეზი?
ქობულეთში 60 წლის ბადრი უჯმაჯურიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმკვლელობის მიზეზი ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების მიმართ 80 ათასიანი დავალიანება გახდა.
ინფორმაციას ამის თაობაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ავრცელებს. მისი თქმით, ერთერთ მევალესთან მკაცრი სატელეფონო საუბრის შემდეგ უჯმაჯურიძემ ცეცხლსასროლი იარაღით მოისწრაფა სიცოცხლე:
"თუ ხელისუფლება დანაპირებს, რომელიც უშუალოდ პრემიერმინისტრმა ქობულეთლებს აღუთქვა 2012 წლის სექტემბერში, არ შეასრულებს, მსგავსი თვითმკვლელობები და სხვა ტიპის ტრაგედიები შეიძლება, უფრო გახშირდეს", - აცხადებს ბაკურიძე.
შემთხვევა ქობულეთში 6 სექტემბერს მოხდა.
კომენტარი