სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გირგვლიანის მამა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეცდომაში შეყავს

სანდრო გირგვლიანის მამა შეცდომაში შეყავს იუსტიციის მინისტრის ამჟამინდელ მოადგილეს, ვინმე ჯანდიერს. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშივილი ავრცელებს. თაქთაქიშვილის განცხადებას droni.ge უცვლელად გთავაზობთ

“მოკლედ, როგორც გავარკვიე, სანდრო გირგვლიანის მამა შეცდომაში შეყავს იუსტიციის მინისტრის ამჟამინდელ მოადგილეს, ვინმე ჯანდიერს, რომელიც ადრე თურმე გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს იცავდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. როგორც შევიტყვე, ჯანდიერი უყვება გირგვლიანის მამას, რომ მე მას კაფეში დავესხი თავს და ერის მოღალატე ვუწოდე, ხოლო შემდეგ რაღაცეებს ვხლართავდი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან.

ეს არის:

1) სრული სიცრუე.

ა) ამ ჯანდიერის გვარი და სახე პირველად გუშინ დავადე ერთმანეთს. მე მასთან არანაირი საუბარი, მითუმეტეს გირგვლიანის თემაზე არ მქონია. არ მქონია არანაირი ურთიერთობა - არასოდეს. წარმოდგენა არ მქონდა რომ გირგვლიანის ინტერესებს ეგ იცავდა და საერთოდ, ევროპულ სასამართლოში გირგვლიანის საქმის წარმოების სამზარეულოთი არასოდეს დავინტერესებულვარ. კითხვაც კი არ დამისვამს ამის თაობაზე არავისთვის.

ბ) სასამართლოს თავმდჯომარეს 10 მეტრზეც არ მივახლოვებივარ 2003 წლის დეკემბრის შემდეგ, ანუ რაც ევროპის სასამართლოდან, ევროპის ადამიანის უფლებათა დირექტორატში გადავინაცვლე სამუშაოდ. რომ მივახლოვებოდი და ამ საკითხზე დამეწყო საუბარი ევროპის საბჭოდან უბრალოდ გამომაგდებდნენ ან სასტიკ საყვედურს გამომიცხადებდნენ შინაგანაწესის დარღვევის გამო.

2) უკიდურესი სიმდაბლე ბატონი ჯანდიერის მხრიდან. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმას, რომ დამიანის ტრაგედიით სარგებლობ და შენი მნიშვნელობის გაზრდას ტყუილებით და ცილისწამებით ცდილობ.” - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100