სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერევნის ცენტრში გამოკრულმა საოკუპაციო პლაკატებმა აჩვენა, უკრაინის გარდა, რომელი სახელმწიფოები უნდა შეშფოდნენ, მათ შორის, საქართველოა - 5.ua

ერევანში განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის მთავრობის მიმდევრებმა განახორციელეს, აჩვენა, უკრაინის გარდა რომელი სახელმწიფოები უნდა იყვნენ ყველაზე მეტად შეშფოთებულები“, - ამის შესახებ უკრაინული ტელეარხი 5.ua იტყობინება.

უკრაინული მედია სომხეთის დედაქალაქში განვითარებული მოვლენით დაინტერესდა. ერევნის ცენტრში შენობებზე გამოკრულ პლაკატებზე კრემლის პროპაგანდისტული ციტატები და სიმბოლიკა „Z“ იყო გამოსახული. როგორც 5.ua წერს, ეს არის ერთგვარი ანონსი უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სუვერენული ტერიტორიების შემდგომი ანექსიის შესახებ.

უკრაინული მედიის ცნობით, პლაკატებზე ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად მოხსენიების გარდა, ასევე, ეწერა, რომ რუსეთის ტერიტორიას წარმოადგენდა დონეცკი, ლუგანსკი, მარიუპოლი, ზაპოროჟიე, ხერსონი, ტირასპოლი (დნესტრისპირეთი), ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი). პლაკატების ავტორებს არც ყაზახეთი გამორჩენიათ და ერევნის ქუჩებში შემდეგი სახის ბანერები გააკრეს: ჩრდილოეთ ყაზახეთი რუსეთი იქნება“.

ყველა ეს ტერიტორია ან უკვე ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ან მათ ემუქრება ოკუპაცია და შემდგომი ანექსია იქ ვითომდა ჩაგრული ეთნიკური უმცირესობების დაცვის საბაბით“, - 5.ua.

ავტორი პირველ კატეგორიაში უკრაინის დროებით დაპყრობილ ქალაქებსა და რეგიონებს, ასევე, მოლდოვის (დნესტრისპირეთი) და საქართველოს (სამხრეთ ოსეთი) ოკუპირებული ტერიტორიებს აჯგუფებს. მეორე კატეგორიაში საუბარია ყარაბაღზე, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანს და ნაწილობრივ დაკავებულია სომხური უმცირესობის მიერ, ისევე როგორც ჩრდილოეთ ყაზახეთი, სადაც ზოგიერთ რაიონში არის რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი პროცენტი.

პუბლიკაციაში, აღნიშნულია, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთინიადაგს ამზადებს“, რათა მათი შემდგომი შეერთების მიზნით, ჩაატაროს ყალბი რეფერენდუმი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ჯერ კიდევ 26 მაისს განაცხადა, რომ 11 სექტემბრისთვის დაგეგმილია საყოველთაორეფერენდუმი“ „მინი-სსრკ“- აღდგენის შესახებ. ამასთან დაკავშირებით მან ცალკე ახსენა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიები, ასევე სამხრეთ ოსეთი.

14 ივლისს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ერთ-ერთმა მთავარმა არქიტექტორმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა: „ჩვენი ქვეყანა კვლავ იქნება დიდი და ძლიერი. ისევ იქნება საბჭოთა კავშირი და არავინ არსად წავა“, - წერს გამოცემა.

ავტორის თქმით, ერევანში განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის მთავრობის მიმდევრებმა განახორციელეს, აჩვენა, უკრაინის გარდა რომელი სახელმწიფოები უნდა იყვნენ ყველაზე მეტად შეშფოთებულები მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებით სამხედრო ოკუპაციისა და ყალბი რეფერენდუმების გზით. ასეთ ქვეყნებს კი წარმოადგენენ, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.

ვრცლად: უკრაინული მედია: ერევნის ცენტრში გაკრული საოკუპაციო პლაკატები ერევნის სპეცოპერაციაა საქართველოს, მოლდოვის, ყაზახეთისა და უკრაინის წინააღმდეგ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100