სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ძალიან ცუდად არის. არაერთხელ დასჭირდა მას ექიმის დახმარება“ - როგორია, ძმის მკვლელობაში ბრალდებულის მგომარეობა იზოლატორში

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მძიმე ემოციური ფონი აქვს.

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბრალდებულის ადვოკატი, თამარ გაჩეჩილაძე აცხადებს, მას დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება რამდენჯერმე დასჭირდა.

„ძალიან ცუდად არის. მძიმე ემოციური ფონი აქვს. დროებითი მოთავსების იზოლატორში არაერთხელ დასჭირდა მას ექიმის დახმარება,“ – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გიორგი ახლოური ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100