თურქეთი ზაფხულში ტურისტებს მიიღებს და მალე გამოაქვეყნებს იმ სასტუმროების სიას, სადაც დასვენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა
მსოფლიოში კორონავირისის პანდემიის მიუხედავად, თურქეთი 2020 წლის ზაფხულში ტურისტებს მიიღებს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მეჰმეთ ნური ერსოის განმარტებით, ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე მთავრობა „ჯანსაღი ტურიზმის სერტიფიკაციის“ პროგრამას აამოქმედებს. ეს პროგრამა მოიცავს პრევენციულ და დამცავ ნაბიჯებს, მათ შორის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტირებისას, პორტებსა და ყველა ტურისტულ ობიექტში, ასევე თანამშრომლებისა და ტურისტების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღებას.
მინისტრის განმარტებით, მაისში თურქული სასტუმროები და სხვა ტურისტული ობიექტების უსაფრთხოების სერტიფიკატებს მიიღებენ. სერთიფიცირებული ობიექტების ონლაინ სია 1 ივნისისს გამოქვეყნდება.
კომენტარი