თიბისის ბიზნესტრენინგებზე დასწრება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
თიბისის ბიზნესტრენინგები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის იმართება, თიბისის ტრენინგ-ცენტრიდან ონლაინ სივრცეში ინაცვლებს.
თიბისის ბიზნესმომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო თემატიკის ტრენინგებს სახლიდან გაუსვლელად დაესწრონ და ისეთი სფეროების შესახებ მიიღონ უახლესი ინფორმაცია, როგორებიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, საჯარო გამოსვლები, IFRS და სხვა.
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად პირველი ონლაინ ტრენინგი თიბისი ბიზნესისთვის ინიციატივით უკვე ჩატარდა. დავით პაპიაშვილმა დაინტრესებულ პირებს ინფორმაცია საგადასახადო სიახლეებზე მიაწოდა.
თიბისის ბიზნესტრენინგებზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.tbcbusiness.ge.
ბიზნესტრენინგები თიბისის ინიციატივით უკვე 6 წელია იმართება და მას სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი მენტორები უძღვებიან.
ამ დრომდე თიბისის ბიზნესტრენინგი სხვადასხვა ბიზნესის 28 000-მა წარმომადგენელმა გაიარა.
კომენტარი