სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დევიდ ბექჰემი ტატუს “იქ” გაიკეთებს

ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, რომელსაც სხეულზე 30 ე.წ. ტატუ უკვე აქვს, აპირებს, ნახატით ერთი ადგილიც დაიმშვენოს. ეს იდეა ფეხბურთელს ჟურნალისტის კითხვაზე გაუჩნდა – ხომ არ ჰქონდა ტატუირება “იქ”? რატომაც არა, კარგი იდეაა, თუმცა ჯერ დიზაინი უნდა მოვიფიქრო – უპასუხა ბექჰემმა. რამდენად მოიხიბლება ამ სიახლით ფეხბურთელის ფეხმძიმე მეუღლე ვიქტორია, ძნელი სათქმელია. ყოველთვის, როცა ახალ ტატუს ვიკეთებ, ის ამბობს, მეტი აღარაა საჭირო – ამბობს ვარსკვლავი. ამასთან, ფეხბურთელი წინააღმდეგი არ იქნება, თუკი მისი სამივე ვაჟი, როდესაც გაიზრდებიან, იგივეს გააკეთებენ. თუმცა ქალიშვილს, რომელიც 6 თვეში გაჩნდება, ასეთ ცუღლუტობას ნამდვილად აუკრძალავს. ეს ტატუები ახლა მომწონს, მაგრამ არა მგონია მაშინაც აღმაფრთოვანოს, როცა 75 წლის გავხდები.—ამბობს ფეხბურთელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100