სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით ბათუმში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალური ინფორმაცია სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში მიმდინარე ანტიკრიზისული ღონისძიებების შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძისგან მიიღო.

„მაშინ, როდესაც კრიზისების მართვის საბჭოს ვქმნიდი, სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ჩემთვის ვქმნიდი. ახლა გამოჩნდა, რისთვის არის საჭირო ეს საბჭო. გასულ წელს ზარალის ანაზღაურების მიზნით 48 მილიონი ლარი გამოვყავით, წელს კი უკვე გამოყოფილია 34 მილიონი. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ყველა რეგიონში ანაზღაურდება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შტაბის სხდომაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი უკვე რამდენიმე საათია, სტიქიის ზონაში იმყოფება. პრემიერი პირველად ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში არსებულ ვითარებას გაეცნო. დღესვე მთავრობის მეთაური სტიქიით დაზარალებულ გურიის რეგიონსაც მოინახულებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100