სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტუდენტების აქციაზე ინციდენტი მოხდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტებს შორის ინცინდენტი მოხდა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ უწმინდესის დღეს გაკეთებული განცხადება გააპროტესტა და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის საშუალებით დაიყვირა -„ძირს პატრიარქი“.

გოგონას ამ რეპლიკას შეკრებილების მხრიდან აგერესია მოჰყვა. როგორც სტუდენტებმა ჟურნალისტებს განუცხადეს აქციის მონაწილეებმა მისი ჩაქოლვა სცადეს.

თვითმხილველთა თქმით, მან თავს გაქცევით უშველა.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი ახალგაზრდები დალოცა და ქადაგებისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100