ვალერი გელაშვილი: ბაზარზე მაღალი კონკურენცია მოსახლეობისათვის მომგებიანია
საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარს ხშირად ადანაშაულებენ ოლიგოპოლიაში, მედიკამენტებზე ფასების კოლოსალურ ზრდასა და ზემოგებით მუშაობაში. ამ ფონზე, ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანია“ ჰუმანითი ჯორჯია“ გამოჩნდა, რომელიც აცხადებს, რომ სოციალურად ორიენტირებული ბიზნესი აქვს და მედიკამენტებს არსებულ ფასებთან შედერაბით 20-30%-ით იაფად გაყიდის.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლას ეხმაურება: „რაც მეტი მოთამაშე იქნება ერთ სფეროში, კონკურენციაც მეტი იქნება, რასაც მოჰყვება ფასების დარეგულირება. შესაბამისად, ეს პროცესი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და მეტად მომგებიანია. რაც შეეხება იმას, რომ „ჰუმანითი ჯორჯია“ ინდოეთიდან შემოიტანს მედიკამენტებს, არა მგონია, ამის გამო მათ გაუჭირდეთ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება. ინდოეთში განვითარებულია სამედიცინო და ზოგადად, ფარმასფერო. მე ვიცი, რომ მაგალითად, ლიტვიდან დადიან ადამიანები ინდოეთის ზოგიერთ კლინიკაში სამკურნალოდ. არა მგონია, ინდოეთში დაბალ დონეზე იყოს ფარმაცია. პირიქით, ჩვენთან შედარებით, იქ ბევრად განვითარებულია და თანამედროვეა ეს სფერო “, - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
კომენტარი