14:00 საათისთვის არსებული მონაცემები ცნობილია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 14:00 საათისთვის გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 1-ელ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში 53.19 %-ით საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ლიდერობს.
შემდეგ მოდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“, 41.51 %-ით.
დანარჩენი პარტიების პროცენტული მაჩვენებელი კი ასეთია: „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 2.31%, „შალვა ნათელაშვილი- ლეიბორისთული პარტია - 1,33, „ახალი მემარჯვენეები“- 0,53.
კომენტარი