სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გიო არის კაცი, რომელსაც არასოდეს შეშლია როგორ უნდა მოექცეს ქალს, მას უბრალოდ შეუძლია ქუჩაში გაჩერდეს, გოგოს უმღეროს, აკოცოს ხელზე და..."

ნახეთ, რას წერს ნიჭიერი პოეტი ნიკო მიქაია გიორგი გილიგაშვილზე:

2 რამეს არ გაპატიებენ საქართველოში: ნიჭს და ბედნიერებას! ეს ჩემი სიტყვები არაა, ეს ოთარ ჭილაძემ თქვა!

ხოდა ბოლოჯერ გამოვეხმაურები იმ გულისამრევ ისტერიას რაც ბოლო 2 დღეა ხდება ჩემს უახლოეს ძმაკაცზე, გიორგი გილიგაშვილზე!

ეს საქართველოა. ქვეყანა, სადაც არაფერს გაპატიებენ, ქვეყანა სადაც თაფლში ნეხვს ეძებენ და ვარდში ეკალს! ეს დაუმთავრებელი ღლიცინი და ისტერია ნელ-ნელა ყველანაირ წარმოდგენას მაკარგვინებს საქართველოზე, ადამიანობაზე და ზოგადად ყველაფერზე, რაც საქართველოში დღეს ხდება.

გუშინ საღამოს ველაპარაკე და ასე მითხრა, კარგი რა მიქო(ასე მეძახის) შეუნდე, გაატარე, ყველას თავისი სიმართლე აქვსო. შეუნდე ვინც, ცუდს ამბობს და მადლობა უთხრათ ვინც კარგსო. შემინდე მეც თუ ნერვები მოგიშალესო.

ის ასეთია, უბრალოდ ასეთია. ის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ. ადამიანია, რომელიც სიყვარულს ეძებს მთელი ცხოვრება და თესავს ამ სიყვარულს რაც მთავარია. ბევრჯერ გვიკამათია, სულ იმას ვეუბნები ყველა არაა სიყვარულის ღირსი და ნუ გიყვარს-მეთქი! მას უნდა იცნობდე ამაში რომ დარწმუნდე. მასთან თუნდაც 1 საათიანი ურთიერთობა დაგარწმუნებს მის პიროვნებაში. მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ ის ჩემი ძმაკაცია. მახსოვს ერთხელ სტუდენტები ვიყავით და 1 ლარიანი გვქონდა მარტო. ვაკიდან საბურთალოზე ავტობუსით უნდა წამოვსულიყავით ამ ლარიანით, რომ გიოსთან სახლში საჭმელი გვეჭამა. გაჩერებაზე რომ ველოდებოდით ავტობუსს, მოხუცი ქალბატონი მოვიდა, დამეხმარეთ თუ შეგიძლიათო. დაუფიქრებლად ამოიღო ლარიანი და მისცა ამ მოხუცს ეს ფული, მერე მე გადმომხედა, გამიღიმა და მითხრა: მიქო, ჩვენ ძალა გვაქვს და ფეხითაც მშვენივრად გავისეირნებთო. ასეთი ისტორია ძალიან ბევრია და ნამდვილად არ ჩამოვთვლი, ეწყინება ზუსტად ვიცი და იმიტომ.

გიო არის კაცი, რომელსაც არასოდეს შეშლია როგორ უნდა მოექცეს ქალს, ის ყოველთვის მშვიდია, მას უბრალოდ შეუძლია ქუჩაში გაჩერდეს, გოგოს უმღეროს სიმღერა, აკოცოს ხელზე და გააგრძელოს გზა. მას არასოდეს შეშლია სამეგობროში, მას არასოდეს შეშლია ადამიანებთა ურთიერთობაში. ის არის კაცი, რომელსაც უნახავს როგორ სცემდა ქუჩაში 20 მუტრუკი ერთ ბიჭს და ამ ბიჭს გადაეფარა და უბრაოდ თვითონ გაილახა ამის გამო. ვინც მას იცნობს, ყველამ იცის ერთი რამ, გიორგი გილიგაშვილი სიკეთის მატარებელი კაცია. უბრალოდ იტყვის, მიყვარს დედამიწა და დედამიწელებიო, გაიღიმებს და გაივლის. ხო მართლა, აც შეეხება მის მუშტს, 13 წელია ვიცნობ უკვე და ერთადერთი შემთხვევა მახსოვს მხოლოდ: იპოდრომტან ყბა მოსტეხა რეგვენს, რომელიც ახალგაზრდა გოგოს ურტყავდა გამეტებით! აი ეს მახსოვს, მეტი არაფერი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ!

დედამიწელების რაღაც ნაწილმა კი რაც ეს ორი დღეა აკეთა მისი მისამართით, ეს არის გულისამრევი. სამწუხაროდ ჩემი ბევრი მეგობარიც აღმოცნდა ამ სამარცხვინო საქციელის თანამონაწილე. ზოგმა ჯდომის მანერა დაუწუნა, ზოგმა წვერი, ზოგმა ტერმინოლოგია, ზოგმა აზროვნება, ზოგმა ცხოველი ეძახა, ძოგმა იდიოტი და ა.შ. არის საბედნიეროდ მეორე დიდი ნაწილიც, რომელმაც ბევრი დალოცა, ბევრი აქო და ა.შ. ნიჭიც კი დაუწუნეს :) ,რაც უბრალოდ სასაცილოა, ნიჭი დაუწუნეს კაცს, რომელიც უკრავს თითქმის ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, მღერის ძალიან მაგრად, ცეკვავს ფანტასტიურად, წერს საოცარ ლექსებს და ა.შ. ნიჭის დაწუნება არაა პრობლემა, ყველას თავისი გემოვნება აქვს. მაგრამ მისი ლანძღვა პირიდან ვერ მოიშორეს ადამიანებმა, რომლებიც სამწუხაროდ უკეტეს საქართველოზე ღაღადებენ ხოლმე :) მე უკეთესი საქართველო სიყვარულით სავსე საქართველო წარმომიდგენია და არა ის, რაც ხდება ახლა. სიკეთეშია უკეთესი საქართველო, სიყვარულშია უკეთესი საქართველო და არა იმ სისაძაგლეში და უნიჭო იუმორში, რომელსაც სამწუხაროდ ტირაჟირებთ.

მოვრჩი მე: ბოლოს ვიტყვი, რომ ბედნიერებაა გყავდეს ისეთი ძმაკაცი, როგორიც გიო გილიგაშვილია! ბედნიერებაა ურთიერთობდე ასეთ ადამიანთან და უბრალოდ იყო მისი ძმაკაცი და ის შენი! როდესაც ჩემს ცხოვრებაში იდგა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი, ის გვერდიდან არ მომცილებია. ეს არის ძმაკაცობა, ეს არის სიკეთე და ეს არის ადამიანობა!

პ.ს. ეს ქარიშხალი გადაივლის, ჩემს პირად ნაცნობებს, ვინც ეს ორი დღეა ღლიცინებთ, აუცილებლად გაგაცნობთ გიოს პირადად და აუცილებლად დაგარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანაში არის მოსიარულე სიკეთე და სიყვარული სახელად გიორგი გილიგაშვილი. დამიჯერეთ ძალიან ბევრ ტქენგანს შერცხვება იმ ღლიცინის გამო, რომელიც პირიდან ვერ მოიშორეთ ზოგიერთებმა. მე მოვრჩი ამ თემაზე ყველანაირ ლაპარაკს. საკუთარ სინდისებს ჩახედეთ ყველამ, მარიტაზე რო ლაპარაკობდით 3 კვირს წინ და კითხეთ საკუტარ თავს, როგორ იქცევით თქვენ დღეს? ეს არის უკეთესი საქართველო?

პ.ს.ს. ზოგჯერ მგონია, რომ ეს ბოღმით სავსე და გაბერილი ,,საზოგადოება" უბრალოდ ვერ იქნება ჩემი შვილების მომავალი. ქვეყანა, რომლის ნაწილმაც გადაურა კაცს, რომელიც გიჟდება ამ ქვეყანაზე, რომლისთვის იბრძოდა და რამდენიმე წლის წინ ტყვიას ედგა წინ! ეს საქართველოა!!! ჩვენი საქართველო!

პატივისცემით

ნიკო მიქაია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100