სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა „მანჩესტერის“ შავკანიან კაპიტანს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

"ლივერპულის" ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა დემონსტრაციულად არ ჩამოართვა ხელი "მანჩესტერ იუნაიტედის" შავკანიან კაპიტანს პატრის ევრას.

სწორედ ევრასთვის რასისტულ ნიადაგზე მიყენებული შეურაცხყოფის გამო მიიღო სუარესმა რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია, 11 თებერვალს კი ამ დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად გავიდა მოედანზე. ტრადიციული ხელის ჩამორთმევის დროს, იმის მიუხედავად, რომ ევრამ ხელი გაუწოდა, სუარესმა მას, უბრალოდ, იგნორირება გაუკეთა, რასაც ფრანგი ფეხბურთელისა და შეხვედრის არბიტრის რეაგირება მოჰყვა.

"ურუგვაელი "ლივერპულის" სირცხვილია და მან ამ კლუბის ფორმა არ უნდა ატაროს", - ასეთი ემოციური კომენტარი გააკეთა "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ამ ფაქტის შემდეგ. შემთხვევა 11 თებერვალს, პრემიერლიგის მატჩის დაწყების წინ მოხდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100