"რაზბორკა" "ბოჩოს" დავალებით - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ბიზნესმენისთვის 55 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ
მასშტაბური სპეცოპერაცია "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ - გომელაურის უწყების მტკიცებით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები საქართველოში ერთ-ერთ ბიზნესმენისთვის 55 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ.
საქმის მასალების მიხედვით, ბიზნესმენს შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ თუ სესხად გაცემული ფულზე უარს არ იტყოდა.
პოლიციის მტკიცებით, დაკავებულები, "კანონიერი ქურდის" "ბონჩოს" მითითებით აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და მოქალაქეებისთვის გამოძალული ფულიდან წილი "ქურდულ საერთოში მიჰქონდათ.
"კანონიერი ქურდების" ხმაურიან საქმეში ფიგურირებენ მინდია ლავასოღლის და ასლან ქობულაძე მეტსახელად ,,ბაბუ.
გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდი" - ჯ. ბ. (მეტსახელად „ბონჩო“), ქონებრივი სარგებლის მისაღებად, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მართავდა და ორგანიზებას უწევდა საქართველოში მცხოვრებ, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერ პირებს, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ რ.ხ.-ს და ს.ყ.-ს. კერძოდ, ჯ.ბ. აღნიშნული პირების მეშვეობით უკავშირდებოდა ერთ-ერთ მოქალაქეს გ.გ.-ს, რომლისგანაც ბრალდებულები ქართველი ბიზნესმენისგან სესხის სახით გამორთმეული თანხის - 55 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ე.წ. ქურდული გარჩევის გზით"- წერია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი