სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის კიდევ 2 მოქალაქე შეიყვანეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 2 მოქალაქეა შეყვანილი, არის თუ არა ეს კორონავირუსის შემთხვევა, ამის დასადგენად მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

ინფორმაცია კორონავირისის ზოგადი სტატისტიკისა და საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე, ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

"დღეს კიდევ არის 2 ჩინეთის მოქალაქე შესული ინფექციურ საავადმყოფოში, ისინი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დაქირავებული მუშახელი, რომლებიც მუშაობენ ერთ-ერთ რაიონში. იქ უკვე ჩვენი ეპიდემიოლოგები არიან წასული და დღესვე იქნება მათზე პასუხი,"- განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საქართველო ისევ ე.წ მწვანე ზონაში რჩება და ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი და ის ღონისძიებები, რაც ტარდება, სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებთან.

"​მზადყოფნის ის რეჟიმი რაც ჩვენს ქვეყანაში არის სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებთან. ისევ მწვანე ზონაში ვიმყოფებით, ჩვენთან კორონავირუსის შემთხვევა არ ყოფილა. საშუალება გვაქვს ადგილზე დავსვათ დიაგნოზი, დღემდე ჩატარებულია 12-მდე ანალიზი, ტესტები მუშაობენ ძალიან კარგად. ტესტების მარაგი საკმაოდ არის ქვეყანაში,"- აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100