ხუდონჰესზე მსჯელობა უნდა იყოს ისეთივე მასშტაბური, როგორიც თავად პროექტია
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ: “ხუდონჰესის მშენებლობის შესახებ მსჯელობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან დაიწყო. ეს გახლავთ დიდი მასშტაბის პროექტი და მას აქვს გავლენა სხვა უამრავ ფაქტორზე, მათ შორის არა მხოლოდ ენერგეტიკულზე, არამედ იგივე ეკოლოგიასა და ადგილობრივ მოსახლეობაზე.
მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ამ პროექტზე მსჯელობა უნდა იყოს ისეთივე მასშტაბური, როგორიც თავად პროექტია. ექსპერტების, ამ დარგის სპეციალისტების, ადგილობრივი მოსახლეობის და ზოგადად საზოგადოების ურთიერთკონსულტაციებით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.”
კომენტარი