შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა - ესტონეთის პრემიერი
ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი წერს, რომ დროა რუსეთთან ტურიზმი შეწყდეს. მისი თქმით, ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება.
"შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპის მონახულება არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება. საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან დახურულია. ეს ნიშნავს, რომ სანამ შენგენის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, ტვირთი რუსეთის მეზობლებს აწვებათ (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია - ერთადერთი წვდომის წერტილები). დროა დავასრულოთ ტურიზმი რუსეთიდან ახლა", - წერს კალასი.
კომენტარი