ეს, ის ცოცხლად დამარხული 13 წლის ბავშვია, რომელიც ჯართის შეგროვებისას მიწის ჩამოშლას ემსხვერპლა (ფოტოები)
გიგა მამულაშვილი - 13 წლის მოზარდი, რომელიც ჯართის შეგროვებისას მიწის ჩამოშლას ემსხვერპლა (ფოტოები)
სავარაუდოდ, გიგა ჯართის შესაგროვებლად თხრილშიჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოინგრა და მას ზემოდან დაეყარა. მოზარდმა თხრილიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.
ადგილობრივების ერთი ნაწილი ეჭვობს, რომ გიგა თხრილში მიწის ჩამოშლის შედეგად არ დაღუპულა, ვინაიდან თხრილი არც იმდენად ღრმაა, რომ მისი კედლიდან ჩამოშლილ მიწას 13 წლის ბიჭი მოეკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აწარმოებს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
"სიკეთით სავსე ბავშვი, 12- წლის გიგა მამულაშვილი
ჩემი შვილის კლასელია, მისი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და
მშობლების დასახმარებლად ბავშვი ჯართს ხშირად აგროვებდა, ის თხრილში სწორედ
ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, როდესაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ
მოიყოლა! ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი გიგას"- წერს ფეისბუქ მომხმარებელი სოციალურ ქსელში და გიგას ფოტოს აქვეყნებს.
კომენტარი