სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამმა პოლიციელმა 23 წლის გამომძიებელი გოგო გააუპატიურა

ბაშკირეთში ყოფილი სამართალდამცველები სასამართლოს საბოლოო განაჩენს ელოდებიან, მანამდე კი პატიმრობაში რჩებიან. ისინი გამომძიებელი გოგოს გაუპატიურებაში არიან ბრალდებულები.

პროკურატურის მტკიცებით, პოლიციელებმა მსხვერპლზე მაშინ იძალადეს, როდესაც ერთ-ერთ საქმეზე მუშაობდნენ ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში. შემთხვევა პოლიციის განყოფილებაში მოხდა.
ექსპერტიზის მიხედვით, დაზარალებულს მრავლობითი დალურჯება და სისხლჩაქცევა აღენიშნება, რომელიც ძალადობის დროს აქვს მიღებული. 51 წლის ედუარდ მატეევმა, 50 წლის სალავატ გალიევმა და 34 წლის პაველ იარომჩუკმა 23 წლის გამომძიებელი სასტიკაც სცემა და შემდეგ გააუპატიურა.
სასამართლო საბოლოო განაჩენს მიმდინარე წლის 31 დეკემბერს გამოიტანს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100