სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის შესახებ

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა ჩივნინგის პროგრამის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალურ მიღებას უმასპინძლა. ამავე მიღებაზე მან გააცილა და წარმატება უსურვა იმ სტუდენტებს რომლებიც 2013/2014 სასწავლო წელს ბრიტანულ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას.

ღონისძიებას განსაკუთრებული დატვირთვა კიდევ ერთი მიზეზის გამო ჰქონდა. ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი უნიკალურ პარტნიორობას ჩივნინგის პროგრამასა და საქართველოს ბანკს შორის. პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ბანკი სრულად დააფინანსებს სამ სტიპენდიანტს დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, მომავალ სასწავლო წელს (2014-2015).

ღონისძიება ჩატარდა დიდი ბრიტანეთის საელჩოში და მას ესწრებოდნენ ჩივნინგის კურსდამთავრებულები, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა თქვა: „ მე მოხარული ვარ ვუმასპინძლო წარმატებულ სტუდენტებს რომლებიც ცოტა ხანში გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში სწავლის გასაგრძელებლად. ჩივნინგის პროგრამა საოცარ შესაძლებლობებს აძლევს ბევრ ადამიანს მთელ მსოფლიოში და მე ბედნიერი ვარ რომ საქართველოში ის აგერ უკვე 17 წელია წარმატებით ვითარდება. წელს ჩვენ ჩივნინგის პროგრამის 30 წელს ავღნიშნავთ და იმედი გვაქვს რომ ჩივნინგის სტიპენდიები კვლავაც საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს მოიზიდავს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ვინაიდან ჩვენ ხელს ვაწერთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ბანკთან. საქართველოს ბანკი მხარს დაუჭერს კიდევ უფრო მეტ ნიჭიერ ადამიანს მეტი სარგებელი მიიღოს ამ სქემიდან“.

“მოხარული ვარ, გამოვაცხადო საქართველოს ბანკის მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოდან სტუდენტების მხარდაჭერას, ვისაც სწავლის გაგრძელება სურს დიდ ბრიტანეთში. საქართველოს ბანკი დაუკავშირდა მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიების პროგრამას, რათა ხელი შეუწყოს მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს, გაემგზავრონ დიდ ბრიტანეთში ერთი წლით, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი გახდა ჩივნინგის საპარტნიორო სქემის მონაწილე პირველი ქართული კომპანია, რომელიც საშუალებას მიცემს სტუდენტებს საქართველოდან მიიღონ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის განათლება. მჯერა, რომ განათლება არის უკეთესი მომავლის საწინდარი არამარტო ცალკე აღებული მოქალაქეებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ხსენებული პარტნიორული სქემის მხარდაჭრით, საქართველოს ბანკი შესაძლებელს ხდის ორჯერ მეტი სტუდენტი წავიდეს საქართველოდან დიდ ბრიტანეთში სხვდასხვა სფეროში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა პოტენციურ აპლიკანტს და მადლობა გადავუხადო დიდი ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში, საქართველოს ბანკის ინიციატივის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

რედაქტორებისთვის:

ჩივნინგის შესახებ:

ჩივნინგის სტიპენდიების სქემა არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამა რომელიც ფინანსდება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა პარტნიორ ორგანიზაციების მიერ. 2013 წელს პროგრამას რომელიც 1983 წელს დაარსდა 30 წელი უსრულდება. ამ პერიოდში იგი მსოფლიოში ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო სქემად ჩამოყალიბდა. ჩივნინგის სტიპენდიანტები მსოფლიოს 118 ქვეყნიდან არიან და მხოლოდ ამ წელს მსოფლიოს მასშტაბით 600 სტიპენდიანტი იქნება. ჯამში მსოფლიოში 42 000 ჩივნინგის კურსდამთავრებულია და ისინი მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე გავლენიან და პატივსაცემ გლობალურ ქსელს წარმოადგენენ.

2014/2015 წლის ჩივნინგის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

· იყოთ საქართველოს მოქალაქე და დაბრუნდეთ საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ

· გქონდეთ დიპლომი რომელიც ექვივალენტი იქნება ბრიტანული მაღალი წარჩინების დიპლომის

· გქონდეთ ინგლისური ენის ცოდნის ის დონე რა ჩივნინგისთვის არის მინიმალური

· ჩივნინგის პროგრამაზე შემოტანამდე ქონდეთ მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება

· გქონდეთ საშუალება რომ მოიპოვოთ სწორი ტიპის სამგზავრო ვიზა და მიიღოთ მოწვევა ბრიტანული უნივერსიტეტიდან

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ გვერდი: www.chevening.org/georgia

საქართველოს ბანკის შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, რომელსაც ბაზრის მესამედი უკავია მთლიანი აქტივების, მთლიანი სესხების, კლიენტთა დეპოზიტებისა და სააქციო კაპიტალის მიხედვით. საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო და სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს. საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანია Bank of Georgia Holdings PLC–ის აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100