147 ინფიცირებული და 15 გარდაცვლილი – 8 მარტის მონაცემები კორონავირუსზე
8 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 147 ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან, გარდაიცვალა 15 , ხოლო გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია – 257. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1421. ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობაა 125.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 823 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 210 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.88 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.54 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.67%.
კომენტარი