"რუსთავი 2" ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავ კადრებს ავრცელებს
ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა ჟურნალისტებსა და სამართალდამცველებს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ დღეს მიაწოდა. ირაკლი ფირცხალავამ ვიდეომასალა დამოუკიდებლად მოიპოვა, თუმცა სამართალდამცველებისთვის გადაცემამდე ის მან ჟურნალისტებს გადასცა. ფირცხალავა აცხადებს, რომ ის არ ენდობა პროკურატურას და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მტკიცებულება თავდაპირველად ჟურნალისტებისთვის გადაეცათ.
ჩანაწერში კარგად ჩანს, რა მოხდა დიდუბეში 2004 წელს გიორგობის ღამეს, და რა ვითარებაში დაიღუპა ახალგაზრდა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ავტომობილში ნამდვილად იდო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი. ფირცხალავამ მომხდარის დეტალები დღეს ჟურნალისტებს გააცნო. მისი თქმით, ბუტა რობაქიძე ამ მანქანაში შემთხვევით იმყოფებოდა. სხვები კი მისი მეგობრები არ ყოფილან. აღნიშნული ავტომობილი შემჩნეული იყო დღის განმავლობაში დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ის გადაცემული იყო დაკავებაზე.
ფირცხალავას იმედი აქვს, რომ გამოძიება სრულად შეიცვლის მიმართულებას და დადგინდება სიმართლე.
კომენტარი