კანდიდატის სტატუსი - უკრაინას და მოლდოვას, პერსპექტივა - საქართველოს - ევროკომისიის რეკომენდაცია
ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.
კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.
გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ვარჰეის პრესკონფერენციაზე გამოცხადდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივს და კანდიდატის სტატუსის მინჭებას თანდართული პირობებით.
კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს ევროპული საბჭო, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.
როგორც წესი, ევროკომისიის მოსაზრება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა სავალდებულო არ არის, ევროპულმა საბჭომ ის გაითვალისწინოს და შესაძლებელიც კი არის, რომ ამ უკანასკნელმა ევროკომისიის შეფასებისგან განსხვავებული, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს.
კომენტარი