სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადამიანი ნახევარი სხეულით: დაუჯერებელი ისტორია, ფოტოები და ვიდეოკადრები

ეს კენი ისტერდეი გახლავთ - ამერიკელი მამაკაცი, რომელიც 1973 წლის 7 დეკემბერს იშვიათი დაავადებით დაიბადა. ეს დაავადება ხერხმლის სწორად განვითარებას უშლის ხელს. როცა კენი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ექიმებმა მას ქვედა კიდურების ამპუტაცია გაუკეთეს, ხოლო მოკვეთილი კიდურების ძვლები იმისთვის გამოიყენეს, რომ ბავშვის განუვითარებელი ხერხემალი სრულფასოვნად ექციათ.

კენის არასდროს მოსწონდა უნარშეზღუდულთა სავარძლები და პროთეზებზეც უარს ამბობდა. იმისათვის რომ რამენაირად გადაადგილება შესძლებოდა, მან ხელებით მოძრაობა ისწავლა და მათ ფეხების ფუნქციაც შეუთავსა. ამ გზით, რაც უნდა გასაკვირი იყოს, კენი სკეიტბორდით გადაადგილებასაც კი ახერხებდა.

ისევე როგორც ნებისმიერ მამაკაცს, კენისაც უყვარს სპორტი. ისტერდეი ცნობილი 1988 წელს, კანადური ფილმის „The Kid Brother“-ის გამოსვლის შემდეგ გახდა, სადაც იგი საკუთარ თავს განასახიერებდა. ფილმის გადაღების შემდეგ კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მისი ფან-კლუბები შეიქმნა. იგი 19 წლის ასაკში დაქორწინდა სრულიად ჯანსაღ და მიმზიდველ ქალბატონზე, თუმცა მოგვიანებით მათი ქორწინება განშორებით დასრულდა. პირველი ქორწინებიდან ისტერდეის ქალიშვილი დარჩა.

კენი ტელეარხ TLC-ის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა. გადაცემას ეწოდებოდა: „ადამიანი ნახევარი სხეულით“. აღსანიშნავია, რომ კენუს ჰყავს საცოლე ნიკი და მის ქალიშვილს, დეზირის საკუთარ გოგონად აღიარებს.

ვიდეო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100