სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლელა კაკულია: „ვხედავ, რომ საქართველოში მყოფი ოკუპანტები თავიანთი მიწის დასაცავად გარბიან“

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ თოქ–შოუს „100 გრადუსი ცელსიუსით“ სტუმარი იყო. გადაცემის წამყვანთან ნოდარ მელაძესთან საუბარში მან მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და რამდენიმე პროგნოზი ჯერ გაიხსენა, შემდეგ კი გააკეთა კიდეც:

„მე ზუსტად ვიცი, რომ 2012 წელს არაფერი მოხდება. მასშტაბურ კატაკლიზმებს ვგულისხმობ, თორემ მსოფლიო შეშლილია როგორც ეკოლოგიურად, ასევე პოლიტიკურადაც. ამაზე მე წინასწარ ვამბობდი. ჯერ კიდევ 2008 წელს ვთქვი (და ეს დაფიქსირებულია ჩემს გაზეთში), რომ იაპონიაში მიწისძვრასა და ატომური სადგურების აფეთქებას ვხედავდი. როცა ეს ყველაფერი ახდა, იაპონიის კონსული მომადგა და რუკა მოიტანა, დამიდო წინ და მთხოვა – მითხარი, კიდევ სად იქნება მიწისძვრაო... 1995 წელს ჩემთან იყო არიელ ქოენი (გავლენიანი ამერიკელი ანალიტიკოსი – რედ.შენიშვნა), რომელსაც ისეთი რაღაცეები ვუთხარი, ახდა და მას მერე ჩემს წინასწარმეტყველებებს ხშირად იყენებს.

იაპონია ისეთ ზონაშია, რომ იქ მუდმივად არის რყევები, ასევე ამერიკაშიც – გრიგალი, ცუნამი და ათასგვარი მოვლენა, რომლებსაც სახელებიც კი დაარქვეს. ისრაელთან დაკავშირებული ამბებიც ვიწინასწარმეტყველე, როცა დავინახე, რომ ის ადგილი დედამიწაზე, სადაც ეს და მისი მეზობელი ქვეყნები არიან განთავსებულნი, ცეცხლოვან, წითელ ბურთში მოექცნენ. ისრაელს უპირიპირდებიან და ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას დაიცავს, კოსმოსია, მეტი არაფერი.

მაგრამ ეს მცირე შეტაკებები არ არის ის, რასაც მე ვხედავ – მე უფრო მასტაბურ ომს ვხედავ: ამერიკა აუცილებლად დაარტყამს ირანს, ეს აუცილებლად მოხდება. რა თქმა უნდა, ირანი ტყუის, როცა აცხადებს, რომ მას ბირთვული იარაღი სამშვიდობო მისიისთვის სჭირდება. ჯერ კიდევ 1993 წელს დავწერე: „ირანი მსოფლიო მუსულმანური გაერთიანების გული და მასთან მსოფლიო უნდა იყოს ფრთხილად“. მესამე მსოფლიო ომი დღის წესრიგშია, როდის დაარტყამს, კაცმა არ იცის – მე ბევრჯერ მითქვამს, რომ დროს ვერ ვხედავ, რადგან ასეთი ცნება კოსმიურ სივრცეში არ არსებობს.“

ლელა კაკულია გადაცემაში ცალკე შეეხო რუსეთს და იქ მიმდინარე მოვლენებს: „რა თქმა უნდა, რუსეთის ნგრევა გარდაუვალია, ამას წინ ვერავინ აღუდგება. ნგრევაში დაქუცმაცებას ვგულისხმობ. ჯერ კიდევ 1987 წელს სსრკ–ს დანგრევა, ხოლო 1997 წელს – რუსეთის დაშლა ვიწინასწარმეტყველე. მაშინ დავწერე, რომ რუსეთი ისევ მოინდომებს რაღაც ფორმით სსრკ–ს აღდგენას, მაგრამ არაფერი გამოუვა. ეს ქვეყანა საშინელ დღეშია. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ სამაჩაბლოს და აფხაზეთს, თქვენ წარმოიდგინეთ, საინგილოზეც მაქვს ნაწინასწარმეტყველევი და ტრაპიზონსაც გადავხედე, იქაურ ქართულ მიწებს – ეს ახლა ზღაპარივით ჟღერს და გეღიმებათ, მაგრამ არა უშავს, ბევრი რამ მაქვს ნაწინასწარმეტყველევი, რომლის ახდენის თავადაც არ მჯეროდა, მაგრამ ახდა...

აი, რა დავწერე 2008 წლის 20 აგვისტოს: „დასავლეთმა რუსეთი უნდა შეაჩეროს, თორემ ერთ დღეს გაიღვიძებს გერმანია და ბერლინის კედელი აშენებული დახვდება, ხოლო ნახევარი ევროპა ნამგალ–უროიანი დროშების ქვეშ გაახელს თვალებს. ამიტომ, დიდი სიამოვნებით ველოდები რუსეთთან დაკავშირებით ჩემი წინასწარმეტყველების ასრულებას, ხოლო საქართველო ნატოს ხაზით აუცილებლად გავა.“ ეს ციტატაა, მაგრამ აქვე გავიხსენებ: ჯერ კიდევ 1992 წელს ვთქვი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ამას ვერავინ შეაჩერებს. მაშინ ამის გამო ყველა დამცინოდა. მე 90–იან წლებშივე ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთი აუცილებლად დაარტყამდა საქართველოს, მერე კი ვთქვი ასეთი რამ: „რუსულ არმიას საქართველოში ვერ ვხედავ... რუსები თავიანთი ხელით გვიბრუნებენ სამაჩაბლოს და აფხაზეთს და აქედან გარბიან თავიანთი მიწების დასაცავად“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100