სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა
დღეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა.
„დღევანდელ შეხვედრაზე ნატოს საინფორმაციო ოფისის ხემძღვანელის მხრიდან იყო ინტერესი ჩემს ხედვებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები ახალი კონსტიტუციით დადგენილი უფლებების ფარგლებში. ხოლო, ჩემი მხრიდან იყო ინტერესი თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საინფორმაციო კამპანია, ნატოს ქმედებები საქართველოში და ასევე საუბარი იყო საქართველოს წინსვლის შესახებ, რაც მიღწეულია სწორედ ნატოსთან თანამშრომლობით. ჩვენი პერსპექტივის გაძლიერება ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობის ფორმა, როცა მე ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარი