სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 თვის ორსულზე მოხვედრილმა ტყვიამ მუცლად მყოფი ნაყოფი დაჭრა

ბრაზილიაში ჩხუბისა და დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღით 29 წლის ორსული ქალი კლაუდინეია დოს სანტოს მელოსი დაიჭრა მუცელში. დაშავებული დღე დღეზე ელოდებოდა ახალშობილის დაბადებას. ქალთან ერთად, ტყვიამ მის მუცლად მყოფი ნაყოფიც დააზიანა.

როგორც გამოცემა Daily Mail იუწყება, ტყვია ნაყოფს ფილტვში მოხვდა. ასევე დააზიანა მისი ყური, საიდანაც სპინალურმა სითხემ დაიწყო გამოჟონვა. ორსულს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რათა ნაყოფიც დროულად გადაერჩინათ. ახალშობილ ბიჭს არტური დაარქვეს. იგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, თუმცა ამ დრომდე ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. სტაბილურია დედის მდგომარეობაც.

რაც შეეხება ინციდენტს, პოლიციამ მასში მონაწილე სამი მამაკაცი დააკავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100