დედამიწას 30 მეტრის დიამეტრის მქონე ასტეროიდი უახლოვდება
28 მაისს დედამიწას 56 ათასი კილომეტრის მოშორებით 30 მეტრის დიამეტრის მქონე ასტეროიდი ჩაუვლის.
აღნიშნული ასტეროიდი მიმდინარე წლის 23 მაისს იქნა აღმოჩენილი. ასტროლოგებმა 12 სხვადასხვა დაკვირვება აწარმოეს აღნიშნულ ობიექტზე. შედეგად კი სწავლულებმა, ასტეროიდის ორბიტის გამოკვლევაც შეძლეს.
გაირკვა, რომ ობიექტი აპოლონის ასტეროიდების ოჯახს მიეკუთვნება. ამ ტიის ასტეროიდების ორბიტები დედამიწის და მარსის ორბიტებს კვეთენ. სწორედ ამ ტიპს განეკუთვნებიან აღმოჩენილი ასტეროიდების ორი მესამედი.
ასტროლოგების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ობიექტის დიამეტრი 11-დან 36 მეტრამდე მერყეობს. იგი დედამიწას 28 მაისს 16 საათსა და 18 წუთზე ჩაუვლის.
ასტეროიდი დედამიწისკენ მეორედ მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს მობრუნდება, მაგრამ ამჯერად საკმაოდ შორს, დედმიწიდან 64 მილიონი კილომეტრის მოშორებით ჩაივლის.
კომენტარი