სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თანამედროვე ესთეტიკური მიღწევები „Solo Per Te“-სგან

ესთეტიკური ცენტრი „Solo per te“ წარმოგიდგენთ სიბერის საწინააღმდეგო პროცედურების სრულ სპექტრს, რომელიც მოიცავს: ლაზერების სრულ სერვისსა და კოსმეტოლოგიის კომპლექსს. ამ პროცედურების შესახებ „Solo per te“ -ს გამოცდილი სპეციალისტი - თერაპევტი და დერმატოვენეროლოგი დალი ანღულაძე გვესაუბრა:

- „Solo per te“-ში წარმოდგენილია სიბერის საწინააღმდეგოპროცედურები, რომელიც მოიცავს მანუალური (ანუ ხელით ჩატარებული) პროცედურებისა და ლაზერების კომბინაციას - დაწყებული კოსმეტოლოგიური წმენდიდან, დამთავრებული ესთეტიკური მედიცინის ყველაზე აქტუალური არაქირურგიული მეთოდებით, როგორიცაა:

ბუნებრივი შემავსებლებით (ე.წ. ფილერებით) სახის სრული რეკონსტრუქცია-მოდელირება - რა დროსაც ხდება ყვრიმალების აწევა, წარბების აწევა, ცხვირ-ტუჩის ნაოჭების კორექცია, ტუჩის გაახალგაზრდავება და შევსება;

მიმიკური ნაოჭების მკურნალობა ბოტოქსის ინექციებით - შესაძლებელია თვალის ირგვლივ და შუბლზე წარმოქმნილი ნაოჭების გასწორება;

არაქირურგიული მეთოდით ცხვირის ფორმის შეცვლა ე.წ. უსისხლო რინოპლასტიკა - რაც ჰიალურონის მჟავის გამოყენებით კეთდება;

კანის სამკურნალო პროცედურები - პლაზმოლიფტინგი, ბიორევიტალიზაცია და მეზოთერაპია;

- მანუალური პროცედურებისას რომელ პრეპარატებს იყენებთ?

- მანუალური პროცედურების დროს Solo per te-ში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის პრეპარატები.

- ლაზერული პროცედურებით რა პრობლემების მოგვარებაა შესაძლებელი და თქვენს კლინიკაში რა ტიპის აპარატები გამოიყენება?

- კანის დაბერების ბუნებრივი პროცესები, რომელთაც თან ახლავს ულტრაიისფერი გამოსხივება და დაბინძურებული ჰაერი, კანის ფუნქციისა და სტრუქტურის თანდათანობითი გაუარესების მიზეზი ხდება. ამ შემთხვევაში კანის პროფილაქტიკისათვის იდეალურია ოქროს სტანდარტად აღიარებული ASCLEPION-ის ფირმის ერბიუმის ბოლო თაობის ლაზერი.
კანის ფრაქციულ-აბლაციური ლაზერით ხდება ათი პრობლემის გადაჭრა ერთი პროცედურით:
• წვრილი ნაოჭები

• ლაქები (პიგმენტური ლაქები)

• ნაწიბურები (ნაიარევის კორექცია, აკნეს შემდგომი ნაწიბურები)

• უსიცოცხლო კანი

• მელაზმა

• აკნე

• გაფართოებული ფორები

• დაკარგული ელასტიურობა

• სტრიები

• კანის დაბერების ნიშნები

პროცედურა არ არის მტკივნეული, გრძელდება 10-15 წმ. განმავლობაში, ნარკოზი არ გამოიყენება, რეაბილიტაციის პროცესი დაახლოებით 3-4 დღე გრძელდება. სხვათა შორის, კანის ფრაქციული აბლაციური ლაზერი ვაგინალური გაახალგაზრდავებისთვისაც გამოიყენება.

ასევე, ერთ–ერთი მოთხოვნადი პროცედურაა ტელეანგიექტაზია (კაპილარების და წვრილი სისხლძარღვების მოცილება). ვენური ქსელის და სახეზე არსებული კაპილარების მოსაცილებლად, ჩვენს კლინიკაში გამოიყენება ამიერკავკასიაში ერთადერთი გერმანული კომპანია „ASCLEPION LAZER TECHNOLOGIES“ ყვითელი ლაზერი “QUADROSTAR PRO”, რომლიც გვაძლევს საშუალებას მაქსიმალურად სწრაფად, უმტკივნეულოდ და პიგმენტური ლაქების განვითარების გარეშე იქნას მოცილებული არასასურველი სისხლძარღვები როგორც სახეზე, აგრეთვე სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. კანის გაგრილების სისტემა უზრუნველყოფს უმტკივნეულო და ხანმოკლ ემკურნალობის კურსს. ზედაპირული სისხლძარღვები მომენტალურად უჩინარდება.

- გაქვთ თუ არა რაიმე სიახლე, რაც განსაკუთრებულად დააინტერესებს თქვენს პაციენტებს?

რა თქმა უნდა,არ ჩამოვრჩებით უკანასკნელ ტენდენციებს და Solo Per Te გთავაზობთ იტალიური ბოლო თაობის ოქროს მედალის მფლობელ 2017 წლის აპარატს So Up Reloaded 2.0–ს, რომელიც უზრუნველყოფს სახისა და სხეულის მოდელირება–კორექციას ქირურგიული ჩარევის გარეშე, გარანტირებული შედეგით.

ეს ის ფართო ჩამონათვალია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს:

სხეულში ჩალაგებული ჭარბი ცხიმი; ცელულიტი; კანის დაკარგული ელასტიურობა; ნაოჭები; სახის კანის ტექსტურის გაუმჯობესება; გაფართოებული ფორები, სახის ლიფტინგი.

So Up Reloaded სრულიად უმტკივნეულოდ, უსაფრთხოდ და ყველაზე ეფექტურად ებრძვის ყველა ზემოთჩამოთვლილ პრობლემას.

SoUpReloaded უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე აპარატია, რომელიც ერთ სისტემაში აერთიანებს ოთხი სახის ტექნოლოგიას: მასაჟი ვაკუუმით, რადიოსიხშირე, ულტრაბგერა, ფოტოდინამიური ენერგია, უნიკალური დაპატენტებული ტექნოლოგია Myo Regenesis®.

მას გააჩნია ყველაზე თანამედროვე "iSmart პროგრამები" სილამაზისა და ჯანმრთელობის ბაზარზე, რომელიც პაციენტს აძლევს საშუალებას მიუახლოვდეს თავის იდეალს, ცხოვრების ჩვეული სტილის შეცვლის გარეშე.

ესთეტიკური ცენტრი Solo per te“

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 62 (შესასვლელი ბერძენიშვილის ქუჩის მხრიდან)

(032) 2 43 49 94 / (995) 591 41 77 77

https://www.facebook.com/SoloPertTeGe/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100