სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქაბულში ქორწილის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

ქაბულში ქორწილის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა.

როგორც ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრის წარმომადგენელმა ნასრათ რაჰიმიმ განაცხადა, თავდაპირველად თავდასხმას 63 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით მძიმედ დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, ამჟამად 160 დაშავებულთაგან ნაწილი კვლავ რჩება საავადმყოფოში, ნაწილი კი მკურნალობას სახლში განაგრძობს.

აფეთქება ქაბულში 17 აგვისტოს მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავის ქორწილის ცერემონიის დროს აიფეთქა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100