სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯვარი გწერიათ, რომ ასე ვინმე შეგიყვარდეთ...

ვიქნები
შენი სიცოცხლის
კადრი,
სუნამოს სუნი
და ღვინის ბოთლი. ვიქნები
შენი ბუზღუნი
დილით,
აბაზანაში კბილების ჩოთქი.
ვიქნები
შენი ალუბლის
ბაღი
და გაზაფხულის
ტოტებზე ფრენა. თუნდაც შუადღის საამო ძილი, თავზე უდროოდ დამდგარი დედა.
ვიქნები შენი ყოველი სუნთქვა,
საღამოს შარვლის მიგდება სკამზე.
ეშმაკის ყოფნა
სამოთხის კართან და მოტმასნილი პერანგი ტანზე.
ვიქნები შენი
ყოველი დარდი,
როცა გაწუხებს
ცხოვრება მრუდე. ვიქნები შენი
მეზობლის კნუტი,
რომ არ გიჩერებს
ხეებზე ბუდეს.
ვიქნები შენი
გრძნობების ფეთქვა, ამოვარდნილი ტორნადო თითქოს,
გაუმაძღარი,
დიადი ვნება,
მოფერებას,
რომ ყოველ
წამს ითხოვს.
ვიქნები შენი
თამამი ხელი, შეყვარებულის
ფრიალა კაბა.
პატარა ბავშვის
ტირილი გულით,
თავს, რომ არიდებს განკუთვნილ ფაფას. ვიქნები შენი ველური კოცნა,
თვალებში-ცეცხლი, ამწყდარი ღილი,
ან დაქოქილი
მანქანის ძრავა
და ნაპარავი
ჯიბეში თხილი.
ვიქნები უცხოდ
მოსული ქარი
და ღვინის წვეთი აკრული მინას,
მზისგან დაღლილი წყურვილი კაცის,
უცბად მივარდნა ღვინიან ჭიქას.
ვიქნები შენი
ყოველი წუთი, ეჭვიანობით აღვსილი ქალი..
შენ ჩემი
გმართებს ათასი კოცნა, მზად ვარ
ყოველდღე
მივიღო ვალი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100