ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში შეაგინეს
აკადემიკოსმა და ყოფილმა პარლამენტარმა ელიზბარ ჯაველიძემ ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში დედა შეაგინა. გადაცემაში "რეაქცია" ჟურნალისტი ნატო-საქართველო-რუსეთის საკითხს განიხილავდა, რომელზეც საუბრისას ჯაველიძე გრიგოლიას კითხვამ გააღიზიანა და შეურაცხყოფა მიაყენა.
"ასეთი არაკორექტული სტუმარი პირდაპირ ეთერში არასოდეს არ მყოლია. ყველაფერზე მე პირადად უკვე პასუხი მივიღე. ყველაფერი მინახავს მრავალი წლის განმავლ ეთერში, მაგრამ დედა ეთერში პირველად შემაგინეს", - აღნიშნა ჟურნალისტმა ჩართვის შემდეგ.
კომენტარი