სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დასახელდა საქართველოს რეგიონები, სადაც შეზღუდვები დაბრუნდება

დააავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში წერტინოლავნი შეზღყდვები იქნება.

მისივე თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული დაგილების ჩაკეტვას და გამოკვლევას გულისხმობს.

„წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა – ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილშიც” გვაქვს მატება, იქ სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა, რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, დღეს იმუნიცაზიის საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა შესაძლო მესამე ტალღაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში (იმერეთი, გურია, აჭარა, ასევე თბილისი) მდგომარეობა უარესდება.

„მიუხედავად იმისა, რომ წელიწადზე მეტია პანდემიაში ვიმყოფებით და მეტნაკლებად საზოგადოება კარგად იცნობს ქცევის წესებს და იმ მოლოდინებს, რის შემდეგაც სიტუაცია შეიძლება გართულდეს, რა თქმა უნდა მთავრობას არ უნდა რომ შეზღუდვებს მიმართოს, დღევანდელი მდგომარეობა არის ის, რომ მოსახლეობის მხრიდან შემცირებულია პირბადის გამოყენება, არ ვიცავთ დისტანციას, კვლავ გვაქვს ქორწილები და ქელეხები, დღევანდელი მდგომარეობა საყურადღებოა რამდენიმე რეგიონში. მხოლოდ მოსახლეობის მხრიდან წესების დაცვით, მთავრობა შეძლებს, რომ დაძლიოს ეს კრიტიკული პერიოდი და არ გვქონდეს პიკური მაჩვენებლები, რომელიც ნოემბერში გვქონდა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100