სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის მიერ კალაძის „პროგრესბანკში“ გადარიცხული მილიონი ლარი ფეხბურთელის მამამ მოხსნა

„პრაიმტაიმმა“ დღეს საკმაოდ სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პრეზენტაციისადმი მიძღვნილი წერილის პირველ ნაწილში აღწერილია, რომ კახა კალაძეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბიზნესპარტნიორული დამოკიდებულება აქვს და ამის დასტურად ის მოჰყავს, რომ კახი კალაძის „პროგრესბანკის“ წილი ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდა, უახლოეს დღეებში კი იგეგმება ბიზნესმენის წილის 25%-დე გაზრდა.

გაზეთის ინფორმაციით, ბანკის წილის შესყიდვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მილიონი ლარი გადარიცხა კიდეც, მაგრამ ეს თანხა ცნობილი ქართული ფეხბურთელის მამამ მოხსნა ანგარიშიდან. „ ანუ, ეს თანხა ბანკის განვითარებაში კი არ ჩაიდო, არამედ პირდაპირ ანგარიშიდან მოხსნა კალაძეების ოჯახმა“, - წერს გამოცემა.

ასე რომ, თუ ამ ინფორმაციას დავეყრდნობით, გამოდის, რომ როცა კახი კალაძე ფილარმონიის ტრიბუნიდან სიტყვას წარმოთქვამდა, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული მილიონი ლარი უკვე ანგარიშიდან ჰქონდათ მოხსნილი ფეხბურთელის ოჯახის წევრებს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100