სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის შსს-ს ვებ-გვერდზე პოლიცია „პოდლიციად“ მოიხსენიეს, დაცინვის შემდეგ კი გაასწორეს

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული წერილის სათაური, სადაც პოლიცია „პოდლიციად“ იყო მოხსენიებული. წერილის სრული სათაური ასე ჟღერდა: "Глава донской подлиции поздравил с рождением двойняшек семью оперативного сотрудника".

რასაკვირველია, რამდენიმე ბლოგერმა ვებ-გვერდის სკან-ფოტოც გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციამ თითქმის მთელი რუსული ინტერნეტსივრცე მოიცვა, ვებ-გვერდზე შეცდომა გასწორდა.

რუსი და არარუსი ბლოგერები ფორუმებზე იმაზეც დაობდნენ, ეს უნებლიე შეცდომა იყო, თუ ვებ-გვერდის ადმინისტრაციამ, უბრალოდ, პოლიციელებად გარდაქმნილ მილიციელებს დასცინა - მოგეხსენებათ, რუსულში სიტყვა „პოდლეცი“ სასიამოვნო ეპითეტად ნამდვილად არ ითვლება.

ერთ-ერთ ფორუმზე ინფორმაციასაც მოჰკრავთ თვალს, სადაც ნათქვამია, რომ ამ ლაფსუსის ამბავი თვით შს მინისტრის, ნურგალიევის ყურამდეც მივიდა. ერთ-ერთი ვერსიით, მას კრემლიდან დაურეკეს, რის შემდეგაც გამწარებულმა ნურგალიევმა ჯავრი ქვეშევრდომებზე იყარა და ვებ-გვერდის ხელმძღვანელთან ერთად, მისი ორი თანამშრომელიც ექსტერნად, ტელეფონით დაითხოვა სამსახურიდან.

შეცდომა, რომელმაც ამ საღამოს ფრიად გაახალისა რუსი ინტერნეტმომხმარებლები, დაახლოებით ერთი საათის წინ გასწორდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100