"საიდან მოიტანეთ, რომ მხოლოდ "ნაშები" მიზიდავს?" - ნატაშა კარალიოვას ქმარმა ხნიერ ქალს დაადგა თვალი
მომღერალ ნატაშა კარალიოვას სტრიპტიზიორი ქმარი ტარზანი ცნობილი მექალთანეა და ამ ამბავს მისი რბილი ხასიათის მეუღლე ძალიან აუღელვებლად ხვდება. ტარზანის შოუს ძალიან ბევრი გოგონა ესწრება და მის მოძრაობებზე კივიან კიდეც. ბევრჯერ ყოფიალ შემთხვევა, როდესაც მას სცენაზე ერთ-ერთი მაყურებელი აუყვანია და იქვე კინაღამ ორგიაც გაუმართავს. ეს ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ტარზანი თავისი ქალების მიმართ სიყვარულით ძალიან ამაყობს. სულ ცოტა ხნის წინ მან ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც უკანა ფონზე საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ხნიერი ქალი ჩანს, ტარზანი კი თვალს აპარებს მისკენ. ფოტოზე ურთავს ასეთი შინაარსის კომენტარს: "საიდან მოიტანეთ, რომ მხოლოდ "ნაშები" მიზიდავს? ბინძური ცილისწამება". პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კომენტარები, სადაც ინტერნეტ მომხმარებლები თავის აღშფოთებას ვერ მალავენ მისი ბინძური გონების გამო.
კომენტარი