სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი მომხმარებელს დისტანციური მომსახურებით სარგებლობას ურჩევს

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, დისტანციურად შეასრულონ საბანკო ოპერაციები.

თიბისის ტრანზაქციების 95% ფილიალში მისვლის გარეშე ხორციელდება. შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი მომხმარებელს ონლაინარხების საშუალებით სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს.

თიბისის დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია სწრაფად და მარტივად შემდეგი ტრანზაქციების განხორციელება:


-თანხის გადარიცხვა ანგარიშის ან მობილურის ნომრით;

- კომუნალური გადასახადების გადახდა სახლიდან გაუსვლელად;

- საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე გადახდა;

- ბარათის პინ-კოდის აღდგენა;

- ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა;

- საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა;

- უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით;

- სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100