ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთად შეხვდებიან შობას
ყოფილი ვარსკვლავური წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შობას ერთად შეხვდებიან. მათი ურთიერთობის შესახებ სხვადასხვა შინაარსის ჭორები ყოველ დღე ვრცელდება, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ისინი ცდილობენ ბავშვების გამო მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნონ და დღესასწაულები პატარებთან ერთად აღნიშნონ. ტაბლოიდები იმასაც წერენ, რომ პიტი უკვე შეუდგა საშობაო სამზადისს, ცდილობს ყველა დეტალი მაქსიმალური ყურადღებით გათვალოს, რათა ბავშვები კმაყოფილები დარჩნენ და თავი იდეალურ ოჯახში იგრძნონ.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის შობასაც ექს მეუღლეები ერთად შეხვდნენ, თუმცა ფსიქოთერაპევტის თანდასწრებით.
კომენტარი