რატომ და სად უნდა დააზღვიოთ თქვენი ავტომობილი?
იმისათვის, რომ ჩვენი საყვარელი ავტომობილი ერთგულად გვემსახუროს, იყოს მუდამ მწყობრში და სრულყოფილად შევაკეთოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებით დაზიანების დროს, ბუნებრივია, ეს ყოველივე ჩვენი მხრიდან საკმაოდ ბევრ დროის, ფინანსური და ენერგიის რესურსის გამოყოფას საჭიროებს, რომელიც გადატვირთული ცხოვრების პირობებში, სამწუხაროდ შესაძლოა, არც თუ ისე ბევრი გვქონდეს.
თუმცა, ამაზე შეგიძლიათ
არც იდარდოთ. სწორედ ამისთვის არსებობს თქვენი საიმედო მზღვეველი, ვენის სადაზღვევო ჯგუფი - „ირაო“, რომელიც ამ პრობლემებზე თქვენს ნაცვლად
იფიქრებს და თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ავტოდაზღვევას
შემოგთავაზებთ. მასთან ერთად კი სხვადასხვა ბენეფიტებითაც ისარგებლებთ.
კერძოდ, “ირაოს” ავტო დაზღვევით, დაცული ხართ ისეთი ზიანისგან, როგორიცაა
ავტოსაგზაო შემთხვევა,
ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი,
სხვადასხვა საგნის დაცემა,
ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება,
სტიქიური მოვლენები, მათ
შორის მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი, ასევე ცალკეული დეტალებისა და აქსესუარების დაზიანება / დაკარგვა.
„ირაო“ტარიფებს ინდივიდუალურად ავტომობილის მართვის გამოცდილების მიხედვით
შემოგთავაზებთ. გამოცდილი მძღოლები
კი ფასდაკლებებსაც მიიღებენ.
კომპანია თქვენს საჭიროებებზე მორგებულ დაზღვევას
გთავაზობთ, სადაც თავად ირჩევთ ნებისმიერ კომპონენტს, მათ
შორის ფრანშიზას, სადაზღვევო დაფარვებს, ლიმიტებს, გადახდის გრაფიკს და სხვას. თქვენი დროის დაზოგვისა და დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით, „ირაოში“ ზარალის დარეგულირება დისტანციურად, ოფისში მისვლის გარეშე
შეგიძლიათ.
ავტოდაზღვევის
ფარგლებში „ირაო“ ავტო-ასისტანსის მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით გთავაზობთ.
„ირაო
- ასისტანსის” - 24 საათიანი ცხელი ხაზი,
მუდამ მზადაა
დაზღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ
შეკითხვაზე გიპასუხოთ
და დაგეხმაროთ ყველა საგზაო
საკითხის მოგვარებაში, როგორიცაა ევაკუატორის მომსახურება, ავტომობილის დაქოქვა,
საბურავის გამოცვლა
და საწვავის ადგილზე
მიტანა.
ამ
სერვისებით შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისსა და მის შემოგარენში
(25კმ-ის რადიუსში); ქუთაისში,
წყალტუბოში, ხონში, სამტრედიაში, ვანში, ბაღდათში, ზესტაფონში; ბათუმში,ხელვაჩაურში, ჩაქვში, ქობულეთში; ზუგდიდში, ფოთში და თელავში.
ასევე მნიშვნელოვანია
ისიც, რომ კომპანიის დაფარვის არეალი
მხოლოდ საქართველოს არ მოიცავს და
ის საზღვრებსაც ცდება. „ირაოს“ ავტოდაზღვევით, თავი სომხეთსა და
აზერბაიჯანშიც შეგიძლიათ იგრძნოთ დაცულად.
თქვენთვის დამატებითი კომფორტისა და დაცულობის მიზნით, იმავდროულად, კომპანია დამატებით
დაფარვებსაც გთავაზობთ. მათ შორის, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას, როცა თქვენთან ერთად დაზღვეულია ნებისმიერი მესამე პირი, რომლის ავტომობილი, ქონება, თუ ჯანმრთელობა დაზიანდა თქვენი ბრალეულობით; მძღოლის და მგზავრების უბედური შემთხვევის დაზღვევას, რაც ავტოსაგზაო შემთხვევევის
შედეგად, თქვენი და თქვენს ავტომობილში
მყოფი მგზავრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის
ანაზღაურებას გულისხმობს და მძღოლის დაზღვევას - "ირაო დრაივერი", რომელიც
საშუალებას გაძლევთ მართოთ ნებისმიერი ავტომობილი და იყოთ დაზღვეული ავტოსაგზაო
შემთხვევისაგან ნებისმიერ დროს.
ავტომობილის „ირაოში“ დაზღვევის შემთხვევაში
კი შეძლებთ ისარგებლოთ სხვადასხვა პარტნიორი კომპანიების სპეციალური ფასდაკლებებითა
და შეთავაზებებით.
შეიძინეთ „ირაოს“ ავტოდაზღვევა და იყავით მშვიდად!
კომენტარი