ლაშა ფარულავა: „ ცესკოს თავმჯდომარის განცხადება საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის შესაბამისი პროტოკოლის შემუშავებასთან დაკავშირებით, დროულია"
პანდემიის პირობებში, საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია და შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარის განცხადება, დროული, - ამის შესახებ "სამოქალქო პლატფორმა 20/20"-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, პლატფორმა მიესალმება ცენტრალური საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებას, არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების
ვიზიტის უზრუნველსაყოფად კონკრეტული პროტოკოლი შემუშავების შესახებ.
„სამოქალქო პლატფორმა 20/20" მზადაა პროტოკოლის
შემუშავებაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა და ითანამშრომლოს ნებისმიერ უწყებასთან,“-
განაცხადა ფარულავამ.
ამასთან, როგორც ფარულავამ აღნიშნა, მისასალმებელია
ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, რათა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს
დემოკრატია.
„2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩვენი
ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები
უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში,“- აღნიშნა ფარულავამ.
ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტთან დაკავშირებით კონკრეტული პროტოკოლი შემუშავდება.
კომენტარი