სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კარდაშიანის სილამაზეს მისმა კაბამ ვერ გაუძლო და უბრალოდ ტანზე „შემოეხა“

კიმ კარდაშიანი ცნობილია თავისი სიყვარულით მეტად მჭიდრო კაბებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ვარსკვლავი არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა ჯიმი კიმელის შოუზე.

კარდაშიანი სტუდიაში შავ, მჭიდრო ტყავის კაბაში გამოწყობილი მივიდა. მაგრამ ეთერში გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ელვა შესაკრავმა ვერ გაუძლო და თავისით გაიხსნა, ელვის თავი კი გატყდა.

შედეგად კიმის კაბა პროფესიონალმა მოდელიორებმა, რომელბიც შოუს თანამშრომლები გახლავთ, „განაახლეს“ და ვარსკვლავიც დროულად შეუერთდა შოუს.

აღსანიშნავია, რომ ამ არასასიამოვნო ინცინდენტს კარდაშიანი სულაც არ შეუწუხებია. მან სოციალური ქსელით „დაზარალებული“ კაბის სურათებიც კი გაავრცელა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100